16:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 12:26:08, 1964 ნახვა

საზოგადოება რეგიონი
29 ივნისის ღამის საათებში კახეთის შვიდ რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ  29 ივნისს ღამის საათებში კახეთის შვიდ რაიონში დასავლეთიდან შემოსული 205 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც 40 ერთეული რაკეტა გაისროლეს. 

რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა დასავლეთი მიმართულებიდან 28 ივნისის  საღამოს 11:30 საათიდან დაიწყო და ეტაპობრივად მოიცვა საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის, სიღნაღის და ყვარლის რაიონები.  

კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 30 მმ იყო.  ღამის 2:00 საათიდან 3:00 საათამდე ღრუბლები 40 ერთეული რაკეტით დამუშავდა. 
დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics