12:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 17:41:48, 768 ნახვა

სხვადასხვა
სერ გარი ჯონსონის ვიზიტი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე,  საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესზე.

ასევე საუბარი შეეხო ნატო საქართველოს ფორმატში   კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

 შეხვედრის დროს მინდია ჯანელიძემ სერ გარი ჯონსონს კრიზისების მართვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, თავის მხრივ   სერ გარი ჯონსონმა უსაფრთხოების და კრიზისების მართვის სფეროში ქართულ -ბრიტანული თანამშრომლობის გაღრმავების და ერთობლივი პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics