14:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-11 13:16:07, 1161 ნახვა

რეგიონი
შემოსავლების სამსახურმა ფოთის გეზ-ში მედიატური მოაწყო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს მედიის წარმომადგენლებისთვის ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მედიატური გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა მოისმინეს პრეზენტაციები იმ მომსახურებისა და კონტროლის ღონისძებების შესახებ, რომელთაც შემოსავლების სამსახური ახორციელებს. ასევე იმყოფებოდნენ ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, სადაც გემის დაცლის, კონტეინერების შემოწმებისა და ტვირთის გაფორმების პროცესს დაესწრნენ.

ფოთში მედიატურის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი თაბუაშვილმა.

„მედიატურის მონაწილეები ასევე გაეცნენ, თუ როგორ ხორციელდება ეფექტური და ამავე დროს ოპერატიული და სწრაფი კონტროლი, იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს იმპორტის განხორციელებას ქვეყანაში. ისინი ასევე გაეცნენ ახალ სერვისებს, რომელთაც შემოსავლების სამსახური იმპორტიორებს სთავაზობს. მსგავსი კონტროლის საშუალებები დანერგილია ყველა საბაჟო-გამშვებ პუნტებზე და ვიმედოვნებთ, კერძო სექტორთან პარტნიორული ურთიერთობების შედეგად, შევძლებთ ბალანსის დაცვას და ერთი მხრივ, კონტროლის გაძლიერებას და მეორე მხრივ, კერძო სექტორის საქმიანობის ხელშეწყობას“, - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics