2016-11-18 17:36:52, 1228 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ადა მარშანია: ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა, მაინცდამაინც არ მომწონს
"ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა, მაინცდამაინც არ მომწონს”, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა.
როგორც მარშანიამ არნისნა, ქუთაისში პარლამენტის არსებობა ბევრ ხარჯთან არის დაკავშირებული.
„კარგად გახსოვთ, რომ ტრაგიკული ამბის შემდეგ მოხდა პარლამენტის შენობის აშენება. შესანიშნავი ძეგლი აფეთქდა და ორი ადამიანის მსხვერპლის ფასად აშენდა ეს. მიმაჩნია, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობა ბევრ ხარჯთან არის დაკავშირებული. არ მიწყინონ პატივცემულმა ქუთაისელებმა უამრავი საბიუჯეტო ხარჯი მიდის ჩვენს ტრანსპორტირებაზე, დაბინავებაზე. ჯობია, ეს თანხები, უშუალოდ ქუთაისის კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდეს. ხედავთ თქვენ რა მდგომარეობაშია ქალაქი. ყველაზე სასიცოცხო - წყლის საკითხიც კი არაა მოგვარებული“, -განაცხადა ადა მარშანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან