13:16 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 19:39:11, 1251 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თენგიზ ფხალაძე: ცოტა ფრთხილად "სამძიმრებში" ამერიკელების მიმართ

ტრამპის გამარჯვება კიდევ ერთი გაკვეთილია იმისა, რომ თუ გინდა რომ ხალხმა აგირჩიოს, ხალხთან უნდა იყო, მისი პრობლემა უნდა გესმოდეს და მის ენაზე ლაპარაკობდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ფხალაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოსადმი ამერიკის ინტერესი გრძელვადიანია.

"დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, 25 წლის განმავლობაში ყურადღება და დახმარება არც „რესპუბლიკელებისგან“ მოგვკლებია და არც „დემოკრატებისგან“. რას და როგორ გამოვიყენებთ, ჩვენზეა დამოკიდებული;

არავინ იცის, როგორი პრეზიდენტი იქნება ტრამპი. ამ ადამიანს საჯარო სამსახურში არასოდეს უმუშავია. წინასაარჩევნო კამპანია და რეალური პოლიტიკური ნაბიჯები ხშირად ერთმანეთისაგან განსხვავდება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში რამდენჯერმე შესძლო ფეხზე წამოდგომა და ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების მოგება, პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს;

ტრამპის გამარჯვება კიდევ ერთი გაკვეთილია იმისა, რომ თუ გინდა, რომ ხალხმა აგირჩიოს, ხალხთან უნდა იყო, მისი პრობლემა უნდა გესმოდეს და მის ენაზე ლაპარაკობდე. დიახ, მის ენაზე და არა ცოტა „ბომონდშიათქვეფილ, ინტელექტუალ-ყოვლისმცოდნე ზემოდან გადმოხედვით“, - წერს ფხალაძე.

ამასთან მისივე თქმით, ტრამპის კრიტიკა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისგან მიუღებელია.

"ცოტა ფრთხილად "სამძიმრებში" ამერიკელების მიმართ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ტრამპი სწორედ ამერიკელებმა აირჩიეს და არა უცხოპლანეტელებმა. ვიღაც შეიძლება ამერიკაში აკრიტიკებს, მაგრამ რაც შინაურისგან მისაღებია, უცხოსგან მიუღებელია. აშშ ის ქვეყანაა, რომელიც ინსტიტუტებს განსაკუთრებულ პატივს სცემს და მის მასხრად აგდებას უცხოს ნამდვილად არ აპატიებს.

და ბოლოს, ძალიან მიყვარს ამერიკა, მაგრამ ამერიკელებზე მეტად ნუ ვიქნებით მისი "ლხინისა თუ ჭირისუფლები", ჩვენს თავს მივხედოთ“, - წერს თენგიზ ფხალხაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics