15:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 17:40:08, 857 ნახვა

რეგიონი
ზესტაფონის ბაზარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი 2 მილიონ ლარს აღწევს

ზესტაფონის ბაზარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი 2 მილიონ ლარს აღწევს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ზესტაფონი გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხანძარმა დაახლოებთ 40 პირი დააზარალა.

„ზესტაფონში ბაზრის დაწვის შედეგად ზარალი დაახლოებით 2 მილიონ ლარს აღწევს. მიმდინარეობს ექსპერტიზა და ზარალის დაზუსტება. დაახლოებით ორმოცამდე პირია დაზარალებული. საქმის კურსშია სამხარეო ადმინისტრაცია და მთავრობის ადმინისტრაცია და ალბათ, შესაბამასის გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - აცხადებს გამგებელი.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში ბაზრის ტერიტორიაზე 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სავაჭრო ობიექტები დაიწვა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 15-მდე სახანძრო და სამაშველო ერთეული მუშაობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics