10:54 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 17:38:21, 732 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა ნატოს საზაფხულო სემინარის წევრებს სიტყვით მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირისკენ“ ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ნატოს შესახებ რიგით მე-7 საზაფხულო სემინარებს მართავს. სემინარის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართა.

გენერალ-მაიორმა ყურადღება საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილა, ასევე ისაუბრა ჰიბრიდული ომის სპეციფიკაზე და მასთან გამკლავების საშუალებებზე. სემინარის დასასრულს გენერალ-მაიორსა და ჟურნალისტებს შორის დისკუსია გაიმართა.

ორდღიან სემინარს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის 35-მდე ჟურნალისტი ესწრება. ჟურნალისტები ნატოს შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. სემინარების ძირითადი თემატიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრინციპები, გაფართოების პოლიტიკა, პარტნიორობის პოლიტიკა, ვარშავის სამიტის დღის წესრიგი და კომუნიკე, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაცია, საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა, ნატო-რუსეთის ურთიერთობა, ასევე, ნატოს სამხედრო მისიები და ალიანსის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაა.

საზაფხულო სემინარები ნატოს სამეკავშირეო ოფისში იმართება.

სემინარებს ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები უძღვებიან.

ნატოს საზაფხულო სემინარები საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში რუმინეთის საელჩოს, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სამსახურისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პარტნიორობით ტარდება. სემინარის დასასრულს ჟურნალისტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics