15:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 14:23:52, 1588 ნახვა

მსოფლიო
გოქჩენის აეროპორტში თურქმა პოლიციელებმა ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 პირი დააკავეს

სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში თურქმა სამართალდამცველებმა ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 პირი დააკავეს, - ამის შესახებ France Press იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, სპეცოპერაციის დროს, ეჭვმიტანილებმა მიმალვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა.

France Press-ის ცნობით, დაკავებულები სამხედრო პირები არიან. ისინი სავარაუდოდ ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ.

გარდა ამისა, თურქეთის პოლიციასა და სამხედრო გადატრიალების მომხრეებს შორის თურქეთის ქალაქ კონიაში შეტაკება მოხდა. ინციდენტი კონიაში ავიაბაზაზე მოხდა.

ამასთან, თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სამტავრობო ძალები ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა.

დაკავებულია 51 სამხედრო მაღალჩინოსნაი, მათ შორის ორი გავლენიანი გენერალი და 400-ზე მეტი მოსამართლე. სულ 6000 ადამიანია დაკავებული.

თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება და სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე იმსჯელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics