2016-07-16 10:30:42, 1624 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის 16 მონაწილე ლიკვიდირებულია
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის 16 მონაწილე ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ თურქული მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც პოლიციის მეთაურმა აღნიშნა, გადატრიალების ორგანიზატორებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება სამხედრო შტაბებთან მოხდა. სპეცოპერაციის შედეგად კიდევ 250 ადამიანი დააკავეს.
ცმობისთვის, ერდოღანმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი მთავარი პოლიტიკური მეტოქე ფეტჰულა გიულენი დაადანაშაულა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა პოლიტიკოსმა ბრალდებები უკვე უარყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. დაღუპულთა რიცხვი 60-ს მიაღწია, არიან დაჭრილებიც.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან