2016-07-16 01:08:37, 1418 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს
თურქეთის პრეზიდენტი უსაფრთხო ადგილას იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი დასასვენებლად იმყოფებოდა. ის კომენტარს რამდენიმე წუთში გააკეთებს.
ცნობისთვის, ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, ბლოკირებულია ორი მთავარი ხიდი, რომლებზეც, ფრანს პრესის ინფორმაციით 60 ნაღმი აღმოაჩინეს.
ამ წუთებში კვლავ სროლის ხმა ისმის ანკარაში. სტამბოლში ყველა ძირითად ქუჩას სამხედროები აკონტროლებენ.
ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ.
დახურულია ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან