02:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 14:56:39, 762 ნახვა

რეგიონი
იოჰანეს ჰანი ოთარ დანელიასთან ერთად ვროკავშირის დაფინანსებით გახსნილ კოოპერატივებს დაათვალიერებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მთავრობის  წევრებთან ერთად ბათუმში რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციას "საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" ესწრება.

კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ და გლობსეკის პოლიტიკის ინსიტიტუტის (GLOBSEC Policy Institute) საპატიო თავმჯდომარემ,  რასტისლავ კაჩერმა გახსნეს. კონფერენციის მონაწილეეებს სიტყვით მიმართეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის დასრულების შემდეგ, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, მინისტრ  ოთარ დანელიასთან,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, დავით ბაქრაძესთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან და საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან, ნილს სკოტთან ერთად  აჭარის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გახსნილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაათვალიერებს.

მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“  ბათუმში,  14-15 ივლისს იმართება.  კონფერენცია ევროპულ საკითხებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ყოველწლიური კონფერენცია  საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics