13:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 09:43:35, 1345 ნახვა

მსოფლიო
"ისლამური სახელწმიფო" დღეს ბრიტანულ და ამერიკულ აეროპორტებზე თავდასხმით იმუქრება

"ისლამური სახელწმიფო" 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, ბრიტანულ და ამერიკულ აეროპორტებზე თავდასხმით იმუქრება, - ამის შესახებ Independent იუწყება.

როგორც ბრიტანული მედია წერს, ტერორისტები ლონდონის "ჰიტროუს", ლოს ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტების აფეთქებით იმუქრებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, დაჯგუფებამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

მუქარასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ტარიკ აჰმადმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. „დიდ ბრიტანეთში საავიაციო უსაფრთხოება მუდმივი კონტროლის ქვეშაა. რისკების შემცირების მიზნით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა მან.

მინისტრმა ასევე არნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები აშშ-ის დამოუკიდებლობის დრესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ხშირად ემთხვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics