14:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 16:04:58, 396 ნახვა

პოლიტიკა
ენმ: ნემცოვის მკვლელობა პირველი შემთხვევა არაა, როცა პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებულ მოღვაწეს კლავენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობას ეხმაურება.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბორის ნემცოვი რუსეთის თავისუფლებისთვის და პუტინის რეჟიმისგან განთავისუფლებისთვის გმირულად დაიღუპა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოხატავს ღრმა მწუხარებას ბორის ნემცოვის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებულ მოღვაწეს კლავენ და როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ დამკვეთებსა და შემსრულებლებს დაადგენენ. ბორის ნემცოვი ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იყო, რომელიც რუსეთის ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციისთვის იბრძოდა - სურდა ცივილიზებული, კარგი ურთიერთობა მეზობლებთან, მათ შორის საქართველოსთან. ის იყო უკრაინის ერთიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდამჭერი. ვინც არ უნდა იკოს კონკრეტული მკვლელი - ცხადია - ბორის ნემცოვი რუსეთის თავისუფლებისთვის და პუტინის რეჟიმისგან განთავისუფლებისთვის გმირულად დაიღუპა. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თანამოაზრეებს და თავისუფლების მოყვარე ყველა მოქალაქეს რუსეთში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ნემცოვი გუშინ, გვიან ღამით მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მას 6 ტყვია ესროლეს. ნემცოვი ადგილზე გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics