09:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 00:39:45, 846 ნახვა

რეგიონი
"გაზპრომი" ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 200 სოფლის გაზიფიცირებას მოახდენს

"გაზპრომი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის 200 სოფლის გაზიფიცირებას მოახდენს.
ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა "გაზპრომის" ხელმძღვანელთან ალექსეი მილერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიის გაზით მომარაგება მარიონეტული მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
"გაზპრომის" მიერ შემუშავებული სამხრეთ ოსეთის გაზიფიცირების გენერალური გეგმა საშუალებას მოგვცემს, მთელი რესპუბლიკა გაზით ვუზრუნველყოთ. ჩვენ დეტალურად შევიმუშავებთ ამ პროგრამის რეალიზაციის სქემებს", - განაცხადა თიბილოვმა.
მისივე თქმით, საჭიროა რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-კაბელის გაყვანა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ინტერნეტის სიჩქარეს გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ თიბილოვი მოსკოვში გუშინ ჩავიდა. გუშინვე ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics