15:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-23 19:41:01, 651 ნახვა

პოლიტიკა
ტროტუარზე დგომისთვის ხალხის დაკავება დემოკრატიულ საზოგადოებასთან შეუთავსებელია – ჰიპერი

ევროკომისიის სპიკერის, ანიტა ჰიპერის თქმით, ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია. ამის შესახებ ჰიპერმა ევროსკოპის დასმულ კითხვას უპასუხა.

"სამწუხაროდ, ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა და ეს ნამდვილად არის ქართული ოცნების სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი – გააჩუმოს განსხვავებული ხმები და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები. ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს ქმედებები ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და აბსულუტურად შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის". - თქვა ჰიპერმა.

23 იანვარს, აქციაზე ტროტუარზე დგომის საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე მოქალაქის სასამართლო პროცესი გაიმართა და გადაწყვეტილებები გამოცხადდა.

მოსამართლეებმა დავით მაკარაძემ, ზვიად ცეკვავამ და მანუჩარ ცაცუამ ყველა მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნეს, ნაწილს რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილს კი - სიტყვიერი გაფრთხილება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics