21:41 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-09 12:19:39, 599 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანელი დეპუტატი- ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების არარსებობა, მათ შორის გლობალური ანტიკორუფციული „მაგნიტსკის“ აქტით, არასწორ სიგნალს უგზავნის სხვა კლეპტოკრატიულ რეჟიმებს

"ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციის გამო ეფექტური სანქციების რეჟიმის დაწესება რეალურად აჩვენებს, ვინ ვართ ჩვენ, როგორც ერი, სინამდვილეში" - ამის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენაზე დეპუტატმა ფილ ბრიკელმა ისაუბრა.

"საქართველო უნდა მიუახლოვდეს ევროპას, ნაცვლად იმისა, რომ ავტორიტარიზმისკენ იხევდეს, განსაკუთრებით რუსული გავლენის კონტექსტში. ქვეყანაში ძალაუფლება კონცენტრირებულია ბიძინა ივანიშვილისა და პარტია „ქართული ოცნების“ ხელში, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონის სამიზნეები არიან, რაც კრემლის პრაქტიკას იმეორებს. მშვიდობიანი მომიტინგეები რეგულარულად აწყდებიან ძალადობას და დიდი ბრიტანეთის მიერ ცალკეული თანამდებობის პირებისთვის უკვე დაწესებული სანქციები არასაკმარისია. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების არარსებობა, მათ შორის გლობალური ანტიკორუფციული „მაგნიტსკის“ აქტით, არასწორ სიგნალს უგზავნის სხვა კლეპტოკრატიულ რეჟიმებს." - თქვა ბრიკელმა.

 ბრიკელმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში მოქმედ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელმაც, მისი თქმით, „ქართული ოცნებისგან“ გაზრდილი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. „როიტერის“ ცნობით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ალექსეევთან და რუსული ნავთობის პირველი პარტია ქვეყანამ 2025 წლის ოქტომბერში მიიღო. ბრიკელმა აღნიშნა, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შესაძლო გვერდის ავლის სერიოზულ რისკებს ქმნის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics