2025-12-01 18:18:03, 1506 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - ვინც თავისი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, ტერორისტული ხელისუფლებაა
ვინც თავისი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, ტერორისტული ხელისუფლებაა - თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.
"დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების, სკამის შენარჩუნებას ასეთი ტერორისტული მეთოდებით ცდილობს. ჩვენი მოთხოვნები უნდა იყოს: დამოუკიდებელი, საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც გამოიძიებს, როგორ მოხდა აღნიშნული ქიმიური, მომწავლელი ნივთიერების შესყიდვა. გამოიკითხოს ყველა სამართალდამცველი უწყება, რომელსაც ამ იარაღის გამოყენებასთან შემხებლობა ჰქონდა.
ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას [...]
ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, ტერორისტული ხელისუფლებაა და სირიის ყოფილ მთავრობას უნდა შევადაროთ, რომელიც თავისი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებდა. " - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,