09:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-14 15:41:11, 833 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე Eagle Hills-ის პროექტში "ოცნების" მხრიდან შესაძლო კორუფციაზე - ეს ვისი რა საქმეა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, Eagle Hills-ის პროექტს, რომელიც უდიდესი არაბული ინვესტიციაა საქართველოში, პოზიტივის და პლუსების მეტი არაფერი აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე - ხედავ თუ არა კორუფციის ნიშანებს იმაში, რომ პროექტის განხორციელებაში „ქართული ოცნების“ წევრის ლევან მაჭავარიანის ძმის კომპანიაა ჩართული, მერი პასუხობს, ეს კერძო კომპანიის გადასაწყვეტია და არავითარ კორუფციას აქ ადგილი არ აქვს.

„კერძო კომპანია ვის გააკეთებინებს პროექტს, ან პროექტირებას, ეს ვისი რა საქმეა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობთ, როგორმე დააზიანოთ აღნიშნული ინვესტიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ან თუნდაც ბიუჯეტში შემოსული თანხების თვალსაზრისით, ქართული კომპანიების ჩართულობით. ამ პროექტს პოზიტივის და პლუსების მეტი არაფერი აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელებით რეკრეციულ არეალებს საფრთხე არ ემუქრება

„რეკრეციული სივრცეები და ტყით დაფარული არეალები, რომელიც არის კრწანისის ტყე-პარკში, რა თქმა უნდა, შენარჩუნდება. არის ტბები, რომელიც შენარჩუნებული იქნება, ოღონდ მოწესრიგდება, განახლდება და იქ მისულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ძალიან სასიამოვნო გარემოში დაისვენონ, გაერთონ, იცხოვრონ“, - აღნიშნა მერმა.

მისივე ინფორმაციით, ეს იქნება კომბინირებული სივრცე, რომელიც გაერთიანებს პარკს, საცხოვრებელ არეალს, სასტუმრობს, ტბებს და ასე შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics