0000-00-00 00:00:00, 1176 ნახვა
საზოგადოება
თურქეთმა საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ C-130-ის ფრენები დროებით შეჩერდა
საქართველოში თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო თურქეთმა C-130 ტიპის თვითმფრინავებით ფრენა დროებით შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
"ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, C-130-ის ფრენები დროებით შეჩერდა, რათა თვითმფრინავებს დეტალური ტექნიკური შემოწმება ჩაეტარებინათ. მხოლოდ მათ, ვინც წარმატებით გაივლის შემოწმებას, ექნებათ ფრენის განახლების უფლება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავებს ფართოდ იყენებენ თურქეთის შეიარაღებული ძალები პერსონალის გადასაყვანად და ლოჯისტიკური ოპერაციების განსახორციელებლად.
შსს-მ გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,