2025-11-05 19:00:35, 626 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ ნინია კაკაბაძის დაკავების გამო განგაშის სიგნალი ჩართო
ევროპის საბჭოს „ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ“ „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის დაკავების გამო განგაშის სიგნალი ჩართო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნინია კაკაბაძეს საავტომობილო „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება, თუმცა კაკაბაძე რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
„ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა“ წერს, რომ ნინია კაკაბაძე აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას და სხვადასხვა წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ეკეთა პრესბარათიც.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 24 ოქტომბერს პოლიციამ ასევე რამდენიმე საათით დააკავა „პუბლიკის“ ჟურნალისტი მამუკა (ბასტი მგალობლიშვილი).
SJP ელის, რომ ნინია კაკაბაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,