19:15 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 14:44:50, 993 ნახვა

მსოფლიო
ამერიკის პრეზიდენტი კუბაში ბოლო 88 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოფიციალური ვიზიტით კუბაში იმყოფება. ბოლო 88 წლის განმავლობაში კუბაში აშშ-ის ლიდერის პირველი ვიზიტია. უკანასკნელი ფაქტი, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი თავისუფლების კუნძულს ესტუმრა 1928 წელს დაფიქსირდა. მაშინ კუბაში კალვინ კულიჯი ჩავიდა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ობამა მოლაპარაკებებს გამართავს კუბის ლიდერ რაულ კასტროსთან. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, მოლაპარაკებების თემა შეეხება თავისუფლების კუნძულის პოლიტიკურ რეფორმებს.

დასავლელ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბარაკ ობამას ვიზიტი კუბაში ამერიკულ-კუბურ ურთიერთობაში დიდი შემობრუნების დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ.

"ორ ქვეყანას შორის დაიწყო ახალი ერა", - წერს BBC-ის საერთაშორისო მიმომხილველი.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბარაკ ობამა ფიდელ კასტროსთან შეხვედრას არ გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics