16:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 19:39:35, 1093 ნახვა

მსოფლიო
ჯონ კერიმ ISIS-ის ქმედებები გენოციდად აღიარა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ "ისლამური სახელმწიფოს" ქმედებები გენოციდად აღიარა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრეს–კონფერენციაზე გამოაცხადა.

როგორც ჯონ კერის განაცხადა, ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა გენოციდი სირიასა და ერაყში იეზიდების, ქრისტიანებისა და შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ განახორციელეს. 
მისივე თქმით, დაჯგუფება ეთნიკურ წმენდასა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზეც პასუხისმგებელია. 

ცნობისთვის, ეს 2004  წელს დარფურის კონფლიქტის შემდეგ ოფიციალური ვაშინგტონის მიერ აღიარებული პირველი გენოციდია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics