16:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 12:34:49, 1040 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში სამართალდამცველებმა 4 ისლამისტი დააკავეს

საფრანგეთში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 4 ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულები პარიზის ცენტრში ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ. დაკავებულთა შორის 1 ქალია.

როგორც France24 საფრანგეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, აღნიშნულ პირებს ისლამისტურ დაჯგუფებებთან ჰქონდათ კავშირი.

სპეცოპერაციის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

შეგახსენებთ, გასული წლის 13 ნოემბერს პარიზში აფეთქებებისა და ტერაქტების სერია მოხდა, რომელსაც 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 300-ზე მეტი დაშავდა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics