2024-10-16 09:33:23, 494 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 136 „შაჰიდიდან“ 51 ჩამოვაგდეთ
15 ოქტომბრის ღამეს, უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 136 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 51 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსეთმა უკრაინას აგრეთვე S-300/400-ის ტიპის საზენიტო და Kh-59-ის ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტებით შეუტია.
საჰაერო ძალების ცნობით, დრონების განეიტრალება სუმში, ჩერკასში, კიროვოგრადში, ტერნოპილში, ხერსონში, ხარკოვში, ჟიტომირში, დონეცკში, დნეპროპეტროვსკში, მიკოლაევში, კიევში, პოლტავასა და ჩერნივში მოხდა.
საჰაერო შეტევა ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული ომის დანაყოფებმა და უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მოიგერიეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,