2016-02-18 12:16:45, 619 ნახვა
სამართალი
ქობულეთში 4 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
ქობულეთში 4 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი წინასწარი დაკავების საკანშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც ოჯახში არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს და ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 1-დან 3 წლამდე.
ცნობისთვის, 4 წლის ბავშვს ორივე ფეხზე, ყურებსა და საფეთქელზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან