00:52 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-03 14:36:00, 908 ნახვა

რეგიონი
ბესიკ ამირანაშვილი აბიტურიენტებს - გისურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სწავლის სასურველ უნივერსიტეტში გაგრძელებას

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმაურება და აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს. 

მისი თქმით, ახალციხეში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, ისევე როგორც სხვა 11 ქალაქში, ყველა პირობაა შექმნილი, რათა აბიტურიენტებმა მშვიდ და შესაბამის გარემოში შეძლონ გამოცდების ჩაბარება.

"დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქშია გახსნილი. მათ შორის, ახალციხეშიც, სადაც შესაბამისი პირობებია შექმნილი, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა მშვიდ გარემოში შეძლონ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა.

მინდა თითოეულ აბიტურიენტს, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებს, ვუსურვო გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სწავლის სასურველ უნივერსიტეტში გაგრძელება. მჯერა, თქვენი სურვილები, სულ მალე რეალობად იქცევა და თქვენი ცოდნით, შრომისმოყვარეობითა და პატრიოტიზმით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარების გზაზე", - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა, რომლის კომენტარსაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყოб 26 ივლისს კიб ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საქართველოს მასშტაბით, 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, რომელიც 47 000-ზე მეტ აბიტურიენტს მიიღებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics