2016-02-10 16:03:21, 625 ნახვა
სამართალი
გორში ორმაგი მკვლელობა მოხდა
გორში ორმაგი მკვლელობა მოხდა. ქალაქის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილმა ქმარმა ცოლი და მისი თანმხლები მამაკაცი მოკლა.
მეზობლების ცნობით, მამაკაცი ცოლს წლების წინ დაშორდა. ქალი მეორედ გათხოვდა და პირველი ქორწინებისას შეძენილ შვილებთან ერთად ისრაელში ცხოვრობდა.
შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ქალბატონმა ისრაელიდან 23 წლის შვილის ცხედარი ჩამოასვენა. თანმხლები მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შუა ხნის ქალბატონი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებული არ არის. მან ადგილიდან მიმალვა მოახერხა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან