00:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-06 15:19:53, 1118 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

"თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ნატოს გემების რეგულარული ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხს. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics