10:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 21:57:52, 1121 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრები ზემო ხანდაკის, ხოვლეს და თელიანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში გამართა.

"შეხვედრებზე მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შემდეგი პრიორიტეტები გამოიკვეთა: შიდა საუბნო გზების, გარე განათების, სანიაღვრე არხების, ახალგაზრდული და სპორტული სივრცეების მოწყობა.

მოსახლეობის მიერ დასახელებული პროექტები 2024 წლის ბოლომდე, სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics