18:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 14:37:27, 682 ნახვა

სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან 2 ოქტომბერს დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულ "ნაციონალური მოძრაობის" და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების პროცესი დასრულდა.

სასამართლომ ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები მოსამართლის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილოები არიან და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

როგორც ადვოკატი გიორგი ონიანი აცხადებს, მოსამართლეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ სამივე პირი წინასწარ პატიმრობაში დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია სამართალდამცველებმა 2 ოქტომბერს დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics