09:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 11:02:27, 580 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული ზაზა ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 17 სექტემბერს ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, ოჯახური კონფლიქტის დროს ურთიერთშელაპარაკებისას, 1985 წელს დაბადებულ რევაზ გ-ს ცივი იარაღით ყელის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics