07:59 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 10:23:46, 645 ნახვა

სამართალი
შსს-მ წალკაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული მნაცაკან ს. უკანონო თევზჭერის ფაქტზე ამხილეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მხილებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ელექტროშოკის აპარატი და სხვადასხვა სახეობის 40 კგ თევზი ამოიღეს. უკანონოდ დაჭერილი თევზის ღირებულებამ 3 000 ლარი შეადგინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მნაცაკან ს-მ თევზი წალკის რაიონის სოფელ დარაკოვში, მდინარე ქციაში, ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით დაიჭირა. მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics