13:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 23:18:01, 7430 ნახვა

სამხედრო
საქართველოში რეკრუტირების ცენტრები 2021 წელს ამოქმედდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ჯარის პოპულარიზაციის,  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს მუნიციპალიტეტებში რეკრუტირების ცენტრების განთავსების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია: „წელს შეიძლება მხოლოდ 10 ცენტრის მშენებლობა შევძლოთ, 2021 წელს კი, პროექტი დასრულდება. ჩვენი გეგმისა  და ხედვის მიხედვით, აღნიშნული ცენტრები 2021 წლის სექტემბერში დაიწყებას ფუნქციონირებას. ეს პროექტი  წვევამდელების რეფორმას უკავშირდება.

ფრონტ ოფისები გააერთიანებს წვევამდელების საკითხს, რეზერვს, ვეტერანებისთვის იქნება ცალკე გამოყოფილი სივრცე;  ცენტრს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ანტიდასავლურ პროპაგანდის წინააღმდეგ სწორი ინფორმაციის მიწოდების კუთხით, მოსწავლეების მეტი ჩართულობა მოხდება.

ცენტრები კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევენ თავდაცვის ძალებს. იდეალურ შემთხვევაში, 2021 წელს საშემოდგომო გაწვევას სრულად თავდაცვის სამინისტროს რესურსით უზრუნველვყოფთ“.  პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics