20:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-30 14:51:47, 16080 ნახვა

High - Tech
როგორია სმარტფონი, რომლის ეკრანს შემქმნელები ჩანჩქერს ადარებენ

კომპანია OPPO - მ ახალი სმარტფონი დაამზადა, რომლის ეკრანს შემქმნელებმა ჩანჩქერი (Waterfall Screen) დაარქვეს.  ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან შენმა სოციალურ ქსელ Weibo-ში სმარტფონის პირველი სურათები გამოაქვეყნა.თუ სმარტფონის წინა მხარეს შეხედავთ, გარდა მცირე ქვედა და ზედა ჩარჩოებისა მხოლოდ ეკრანს დაინახავთ. ეს ეფექტი მიიღწევა იმით, რომ "ამოლედ" ეკრანის გვერდები 88 გრადუსით არის მოღუნული. ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე OPPO-ს კონკურენტებს "სამსუნგს" და "ჰუავეის" ფლაგმანებს აქვთ. ამასთან ერთად ახალი ეკრანის გვერდების შეფარდება 21:9-ზე გამოდის, როგორც ამ წლის Sony Xperia 1-ს აქვს. 

კიდევ ერთი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ წინა კამერა სავარაუდოდ ეკრანის უკან არის "დამალული" , რაც მოწყობილობას მონოლითურობას შეუნარჩუნებს. 
სმარტფონის მონაცემები ,ზომები და სიმძლავრე ჯერჯერობით უცნობია. 
 
კომპანია OPPO ბოლო წლებში სმარტფონების გაყიდვაში დიდ წარმატებებს აღწევს და ეს მას ასეთი თამამი და გაბედული პროექტების შესრულების შესაძლებლობას აძლევს.









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics