13:58 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 12:41:45, 984 ნახვა

მსოფლიო
კორუფციის ბრალდებით, FIFA-ს 9 მაღალჩინოსანი დააკავეს

შვეიცარიის პოლიციამ კორუფციაში ეჭვმიტანილი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA-ს) 9 მაღალჩინოსანი დააკავა.

დაკავებულთა შორის FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტები ჯეფრი უები, ეუხენიო ფიგერედო და აღმასკომის შვიდი წევრი არიან.

ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე იოზეფ ბლატერი ეჭვმიტანილთა სიაში ჯერჯერობით არ არის. 

ოპერაცია დღეს დილით, ციურიხის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ჩატარდა.

გამოძიება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაიწყო და ყველა დაკავებული საგამოძიებო ღონისძიებების ჩასატარებლად, სავარაუდოდ, აშშ-ს გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ 29 მაისს FIFA-ს ახალი პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics