14:39 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 15:52:17, 1075 ნახვა

სხვადასხვა
მთავრობა მეჩაიეობის განვითარების პროგრამას წარადგენს

საქართველოს მთავრობა ერთ თვეში მეჩაიეობის განვითარების ახალ პროგრამას წარადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გურიაში, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გურიას ამ მიმართულებით ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.

„წლების განმავლობაში, ჩაის და წარმოების განვითარებას ყურადღება არ ექცეოდა. ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს განვახორციელებთ ამ მიმართულებით და მიმაჩნია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროგრამა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასევე მუშაობს მთის კურორტების განვითარების, მათ შორის გომისმთის უნიკალური ტურისტული პოტენციალის ათვისების მიმართულებით; ასევე, მუშავდება ბახმაროს კონცეფცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics