00:30 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 18:10:03, 1150 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წიკლაური: სუს-ის მასკარადში მონაწილეობას არ მივიღებ

მზად ვარ, ყველა კითხვას გავცე პასუხი, მაგრამ მიმაჩნია რომ სუს-ი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს უშლის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის წევრების სუს-ში დაბარება  საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას ისახავს მიზნად. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ყველა კითხვას გასცემს პასუხს, მხოლოდ არა სუს-ში, არამედ პარტიის ოფისში.

„მზად ვარ, ყველა კითხვას გავცე პასუხი, მათ შორის იმ ფარსზე, რომელიც სუს-მა გამოაქვეყნა, მაგრამ იმისათვის, რომ ხელი არ შემეშალოს სააარჩევნო კამპანიაში, რა მიზანსაც ისახავთ, მობრძანდით ოფისში და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მასკარადში არ ვაპირებ, მივიღო მონაწილეობა. მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას, მაგრამ არა სუს-ში. დღეს მთელი დღე იმის გამო, რომ მე მათ ოფისში ველოდებოდი, ვერ მოვახერხე საარჩევნო კამპანიის წარმოება”,-  მიმართა ნუგზარ წიკლაურმა სუს-ის თანამშრომლებს.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, სუს-ი მას მოვალეობების შესრულებაში ხელს უშლის.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ დაკითხვაზე დაიბარა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics