13:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 13:28:29, 1297 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო ქორწინებაზე: რეფერნდუმი თანხებთან არის დაკავშირებული და ცხად საკითხზე თანხების ხარჯვა სწორი არ მგონია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ქორწინების საკითხი ძალიან ცხადია და ამას რეფერენდუმი არ სჭირდება.

როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხს რეფერენდუმი არ სჭირდება.

სერგეენკო  ასევე გამოეხმაურა ქორწინების შესახებ ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მიმართვას პრეზიდენტისადმი.

 „რამდენადაც ვიცი, კონსტიტუციაში უკვე წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი, დაკანონებული ერთობა. რაც შეეხება ჩემს პირად აზრს ამის შესახებ, ვფიქრობ, ეს იმდენად ცხადი რამ არის, რომ ამას რეფერენდუმი არ სჭირდება. თუმცა არსებობს კანონი, როცა რაღაც ხელმოწერის რაოდენობაზე მეტი ხელმოწერა შეგროვდება, ამას შემდეგ სჭირდება პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ჩემი აზრით, რეფერენდუმი ყოველთვის თნხებთან არის დაკავშირებული. მით უმეტეს თავისთავად ცხად საკითხზე, თანხის ხარჯვა არ მგონია სწორი იყოს“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics