2015-02-26 12:19:09, 519 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს დაცვის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
ეკონომიკური გუნდის გადადგომის მოთხოვნით, ფინანსთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა. აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
აქციის მონაწილეებსა და უწყების დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
"მე უნდა შევიდე და ავუხსნა ნოდარ ხადურს, რომ ის არ იმსახურებს ჩემი ჯიბიდან ფუქნციონირებას საქართვლეოში",-განაცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ.
აქციის მიმდინარეობისას კომენტარი გააკეთა ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურმა:
"ორშაბათობით მინისტრს აქვს საზოგადოებასთან მიღების დღე დაწესებული, რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მითუმეტეს მათთან შეხვედრის არანაირი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა",-აღნიშნა მან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან