14:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-21 21:43:53, 1554 ნახვა

მსოფლიო
პუტინის თქმით, აშშ-ის გეგმა უკრაინისთვის შესაძლოა საბოლოო მოგვარების საფუძველი გახდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე უკრაინისთვის. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი სამშვიდობო გეგმა შესაძლოა უკრაინაში საბოლოო დარეგულირების საფუძველი გახდეს. - თქვა რუსეთის დიქტატორმა.
"რია ნოვისტის" ცნობით, მოსკოვს გეგმის ასლი აქვს. მათივე ცნობით, ინიციატივა საჯაროდ არ განხილულა, მხოლოდ ზოგადი ფორმულით.
ანკორიჯში შეხვედრის დროს რუსეთმა დაადასტურა, რომ სირთულეების მიუხედავად, მოსკოვი ეთანხმება აშშ-ის წინადადებებს დარეგულირების შესახებ.

Axios-მა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან „საიდუმლო კონსულტაციებს“ მართავს სამშვიდობო შეთანხმების შესამუშავებლად, რომელიც 28 პუნქტისგან შედგება და ოთხ კატეგორიად იყოფა: მშვიდობა, უკრაინისთვის გარანტიები ნატოს მე-5 მუხლის მიხედვით, უსაფრთხოება ევროპაში და მხარეების მომავალი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან.
უცხოური მედიის ცნობით, გეგმა ითვალისწინებს დონბასის მთელი ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას შეერთებული შტატების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში შეხების ხაზის უმეტესი ნაწილის გაყინვას და ყირიმისა და დონბასის რუსეთის ტერიტორიებად ოფიციალურ აღიარებას.
გარდა ამისა, ვაშინგტონი მოხსნის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ და შეამცირებს კიევისთვის სამხედრო დახმარებას, რაც შეამცირებს უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობას. უკრაინის ტერიტორიაზე აიკრძალება უცხოური ჯარების და რუსეთის სიღრმეში შეღწევის უნარის მქონე იარაღის განლაგება. რუსული გამოცხადდება სახელმწიფო ენად, ხოლო კანონიკურ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას მიენიჭება ოფიციალური სტატუსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics