2016-03-22 15:51:03, 1171 ნახვა
მსოფლიო
ოფიციალური ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში 10 ადამიანია გარდაცვლილი
ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა. არიან მძიმედ დაშავებულებიც, - ამის შესახებ დასავლური მედია იტყობინება.
როგორც მედია საშუალება პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით იუწყება მხოლოდ აეროპორტის ტერიტორიაზე 10 ადამიანია გარდაცვლილი და 100-მდე დაშავდა.
მედიკოსების ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. არსებობს ვარაუდი, რომ აეროპორტის ტერაქტის შედეგად მეტი ადამიანი იქნება გარდაცვლილი.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ 1 საათში ორი აფეთქება მეტრო სადგურებზე მოხდა, რამაც 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 35 ადამიანი დაშავდა. მეტრო სადგურიც და აეროპორტიც დახურულია. ყველა ფრენა გადადებულია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან