12:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 10:16:59, 802 ნახვა

სამართალი
საქართველოდან საფრანგეთში ტრეფიკინგის დანაშაულისთვის ძებნილი პირების ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან საფრანგეთის რესპუბლიკაში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განხორციელებული ტრეფიკინგის დანაშაულისთვის ძებნილი პირების ექსტრადიცია განხორციელდა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„აღნიშნული პირები ქართული და ფრანგული მხარის ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს.

ექსტრადირებული პირები საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ 2024 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. ფრანგული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ტანტრა იოგის“ საფარქვეშ მოქმედი ტრანსნაციონალური ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, რომლის მიზანს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანთა ტრეფიკინგი წარმოადგენდა, ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელებმა მონაწილეობა მიიღეს სულ მცირე შვიდი პირის საფრანგეთის რესპუბლიკაში გადაყვანაში და მათ სექსუალურ ექსპლუატაციაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობების საფუძველზე აღნიშნული პირების საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებად იქნა ცნობილი.

2025 წლის 16 აპრილს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნული პირების საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს.

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოხატავს მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით“,-ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics