10:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 15:20:27, 502 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი 27 თებერვალს რუმინეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 27 თებერვალს ვიზიტით რუმინეთს ეწვევა, -  ვიზიტის დეტალებზე  პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუსმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე განიხილეს  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესები, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტისთვის მზადება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და ასოცირების შეთანხმების ეფექტური განხორციელებისთვის გადადგმული ნაბიჯები.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა  ბოგდან აურესკუს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე  ევროინტეგრაციის პროცესებში რუმინეთის მიერ გამოხატული  მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ცნობისთვის, ბოგდან ლუჩიან აურესკუ 2014 წლის 24 ნოემბრიდან იკავებს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. 2012 წლიდან არის ბუქარესტის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საჯარო სამართლის მთავარი ლექტორი. 2006 წელს იყო ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. არის სამართლის მეცნიერების დოქტორი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics