00:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 14:27:47, 975 ნახვა

რეგიონი
ახალი სასწავლო წელი ქედის მუნიციპალიტეტის 29-ვე საჯარო სკოლაში განახლდა

ახალი სასწავლო წელი ქედის მუნიციპალიტეტის 29-ვე საჯარო სკოლაში განახლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტეის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მერთან ერთად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ და  რესურსცენტრის უფროსმა დურმიშხან შავიშვილმა დაბა ქედისა და სოფელი მერისის საჯარო სკოლიდან მიულოცა.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შემოაღებენ სკოლის კარებს და პირველად დაირეკება ზარი. გისურვებთ ეს წელი წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისთვის”,- აღნიშნა მუნიციპალიტეტი მერმა, როლანდ ბერიძემ.

ქედის მერიის ცნობითვე, სტუმრებმა დაბა ქედის საჯარო სკოლის პირველკლასელებთან ერთად სიმბოლურად ხის დარგვის ცერემონიაში მიიღეს მონაცილეობა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყველა საჯარო სკოლას ეწვივნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება ადგილზე მიულოცენ.

ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში წელს 1985 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის 147 პირველკლასელი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics