12:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 16:31:08, 1273 ნახვა

რეგიონი
შუახევში მუნიციპალურ საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა

შუახევში, 2022-2023 სასწავლო წელს განხორციელებული პროექტების ღონისძიებების შემაჯამებელი პრეზენტაცია და მუნიციპალურ საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დაჯილდოების ცერემონიალს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ომარ ტაკიძემ წარმატებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს კონკურში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

კონკურსი, სამოქალაქო განათლებაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ინგლისურ ენაში მერიის მხარდაჭერითა და რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის 807 მოსწავლე მონაწილეობდა.

საპრიზო ადგილზე გასულ 29 მოსწავლეს სიგელი და ბიბლუსის ვაუჩერი, ხოლო სკოლებს, მასწავლებლებს, რესურსცენტრისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობის ბარათები გადაეცათ.

ასევე, მათემატიკის კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსაწვლეებს სტიპენდიის სახით ერთჯერადი  ფულადი ჯილდო, ქველმოქმედი ედუარდ ფუტკარაძის სახელით გადაეცათ. 

ღონისძიების მხარდამჭერი: შუახევის თვითმმართველობა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაცია;

ღონისძიების ორგანიზატორი: შუახევის რესურსცენტრი",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics