2021-07-08 19:49:35, 949 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი ზაზა თევზაძე - ჟურნალისტებზე და ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა დაუშვებელია
„ჟურნალისტებზე და ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა დაუშვებელია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში დეკანოზმა ზაზა თევზაძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 5 ივლისის მოვლენები ბოროტების სათავეა.
„ჟურნალისტებზე თავდასხმა, ნუ ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა, მაგრამ განსაკუთრებით ჟურნალისტებზე ძალადობა დაუშვებელია.
ომის პირობებში და მძიმე მდგომარეობაშიც კი ეს მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული. გადაფარება იმისი, რომ რაღაცით გავამართლოთ და ტყუილებით შევმოსოთ, ეს არის ამაზრზენი, მით უმეტეს სასულიერო პირების მხრიდან.
სიცრუე, ტყუილი ეს ყველაფერი არის ეშმაკიდან და ბოროტების სათავე.
როცა ადამიანი იტყუება, ის თავის ლუსტრაციას ახდენს და აჩვენებს რა კავშირი აქვს ქრისტესთან და ეკლესიასთან. ეს არის ცალსახად დასაგმობი“, - განაცხადა დეკანოზ ზაზა თევზაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,