09:28 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-10 14:09:40, 797 ნახვა

კომენტარი
მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება დიალოგის გზით შედგა - ნათია თურნავა შუქრუთის მოსახლეობის მიერ შიმშილობის შეწყვეტას ეხმაურება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა შუქრუთის მოსახლეობის მიერ შიმშილობის შეწყვეტის საკითხს ეხმაურება.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე შეთანხმება დიალოგის გზით შედგა და მხარეებმა ინტერესები მოლაპარაკების მაგიდასთან შეაჯერეს.

„მინდა გამოვეხმაურო სასიხარულო ინფორმაციას - რამდენიმე საათის წინ შუქრუთელმა მოშიმშილეებმა, რომლებიც 110 დღის განმავლობაში პროტესტს გამოთქვამდნენ,  შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯემენტთან შეთანხმდნენ.  მნიშვნელოვანია, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე შეთანხმება შედგა სწორედ დიალოგის გზით და მხარეებმა ინტერესები მოლაპარაკების მაგიდასთან შეაჯერეს.

ყველა ჩვენთაგანის საერთო ინტერესია, რომ დაცული იქნას შეთანხმების ყველა პირობა, რადგან ამაზეა დამოკიდებული, როგორც ჩვენი შუქრუთელი თანამოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრებასთან, ასევე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი საწარმოს შემდგომი საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები“,  - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics