15:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-28 12:20:22, 7343 ნახვა

ომი უკრაინაში
ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

ჰოსპიტალური ქსელის „მედალფას“ აჭარისა და გურიის რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის განცხადებით, ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა გადაყვანილი.

მისი თქმით, პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია.

„ერთი პაციენტი არის საშუალოზე მძიმე მდგომარეობაში. აღმოაჩნდა ორმხრივი ტოტალური პნევმონია. განვითარდა დისტრესინდროზიმი და გადაყვანილია  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია. მისი მდგომარეობა შეიძლება შევაფასოთ საშუალოდ. ორ პაციენტთან პრაქტიკულად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს სიტუაცია, მაგრამ დადასტურებული აქვთ Covid-19“, - განაცხადა ლევან ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში 12 საკარანტინო სივრცეა გახსნილი, რომლებშიც 2000-მდე პირია მოთავსებული, 100-ზე მეტი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics