2020-03-27 11:10:23, 1064 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 24 077-მდე გაიზარდა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 24 077-მდე გაიზარდა, რაც შეეხება ინფიცირებულტა რაოდენობა, მან 532 788-ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოკლინსის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ავრცელებს.
მათი ინფოცრმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 122 672 ადამიანი.
გარდა ამისა, იტალიაში დღემდე გარდაცვლილია 24 077 ადამიანი, ჩინეთში - 3 291, ესპანეთში - 4 365, ირანში - 2 234, საფრანგეთში - 1 698, აშშ-ში - 1 296 და ა.შ
ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 81 782-ს შეადგენს, იტალიაში - 80 589-ს, აშშ-ში - 85 991-ს, ესპანეთში - 57 786-ს, გერმანიაში - 32 991-ს, ირანში - 29 406-ს და საფრანგეთში - 29 566-ს.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კორონავირუსი მსოფლიოს 176 ქვეყანაშია გავრცელებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,