2020-03-26 13:42:27, 4494 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 7 სამხედრო მოსამსახურეა მოთავსებული, მათ შორის დმანისიდან და მარნეულიდან
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ მის კლინიკაში 7 სამხედრო მოსამსახურეა მოთავსებული, მათ შორის დმანისიდან და მარნეულიდან.
როგორც გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე, არც ერთ ჯარისკაცს არ აღენიშნება ცხელება.
„სამხედრო ნაწილიდან დაახლოებით 7 სამხედრო მოსამსახურეა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მართალია ისინი ჩვენთან შემოვიდნენ ცხელებით, მაგრამ აშკარად, ამ ეტაპზე, არც ერთს აღარ აღენიშნება ცხელება. პასუხების მიღების შემდგომ გადაწყდება რომელ კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას.
მარნეულის ზონიდანაც გვყავს ჯარისკაცები, ერთი ჯარისკაცი გვყავს დმანისიდან“, - განაცხადა გოფოძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან